კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციის დირექტორი, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის გარეშე, მოქალაქეს დაუმზადა და 3 000 ლარის სანაცვლოდ გაასაღა მედდის სამწლიანი ტრეინინგ კურსის თითქოსდა დამთავრების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი

მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო