იაგო ხვიჩია - „ნაცებს“ ვუსურვებდი, უფრო სწრაფი ტემპით გადაედგათ ნაბიჯები დაშლისკენ

„ნაცებს“ ვუსურვებდი, უფრო სწრაფი ტემპით გადაედგათ ნაბიჯები დაშლისკენ,- ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ნიკა ობოლაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” უკვე დაშლილია და ახლა აღიარების პროცესი მიმდინარეობს.

„იცით, ჩემი ვერსია, თუ რა უნდა გააკეთოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რაც ყველასთვის კარგი იქნება - ნიკა ობოლაძის მიერ გადადგმული ნაბიჯი ერთ-ერთი მცირე ნაბიჯია ამ გზისკენ. „ნაცებს“ ვუსურვებდი, უფრო სწრაფი ტემპით გადაედგათ ნაბიჯები დაშლისკენ.

ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა” დაშლილია, უბრალოდ ამის აღიარება ჭირს. ახლა აღიარების პროცესი მიმდინარეობს, შეიძლება ნიკა ობოლაძემ დაიწყო, მაგრამ მარტო ის ვერ უშველის ამ პროცესს. საჭიროა, უფრო სწრაფი ტემპით აყვნენ თანაგუნდელები და უფრო სწრაფად გავერკვიოთ, როგორი კონსტრუქციით ხვდება ოპოზიციური სპექტრი არჩევნებს. 2024 წელს კატასტროფა იქნება ამ ქვეყნისთვის, თუ ოპოზიცია იქნება ისე, როგორც ახლა გამოიყურება ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის” დამსახურებით. ეს საჩუქარი იქნება ხელისუფლებისთვის”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვეღარ ხედავს იმ ძალას და ენერგიას, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო