ირაკლი ქადაგიშვილი - არესტოვიჩის ლოგიკა ასეთია: ჯერ შედის ჯარი, ჯარს მოჰყვებიან დიპლომატები, ხოლო დიპლომატებს - ინვესტორები ანუ ჩვენ ახალ იმპერიალისტებს ვიღებთ

ქართველებო, კარგად ვიცოდეთ, “Слава Україні“ რა არის მებრძოლებისთვის და რა - არესტოვიჩისთვის - მისი ლოგიკა ასეთია: ჯერ შედის ჯარი, ჯარს მოჰყვებიან დიპლომატები, ხოლო დიპლომატებს - ინვესტორები ანუ ჩვენ ახალ იმპერიალისტებს ვიღებთ! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკური ისტებლიშმენტს ალექსეი არესტოვიჩი, დავით არახამია, მიხაილო პოდოლიაკი, ოლექსი გონჩარენკო, ოლექსი დანილოვი და ანდრეი ერმაკი წარმოადგენენ, რომლებიც სისტემატიურად საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული განცხადებებით არიან დაკავებული.

ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები შურისძიების გზაზე დგანან.

“უკრაინის მიერ გამოცხებული ახალი სასანქციო სია რეალურად ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ თავის არამეგობრულ პოლიტიკას ამჟღავნებს. ისინი პერიოდულად საქართველოს წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტის, ფაქტისა და ახსნა-განმარტების გარეშე დამაზიანებელ, მაკომპრომეტირებელ განცხადებებს აკეთებენ, რომელთა უკან არანაირი კონკრეტული მტკიცებულება და არგუმენტი არ არის. ჩვენ კიდევ ერთხელ მომსწრენი ვართ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გადადგმული არამეგობრული ნაბიჯის.

რატომღაც მათ ეგონათ, რომ საქართველო არის მათი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანა, რომელიც მათი მოთხოვნისთანავე რუსეთის წინააღმდეგ ომში უნდა ჩართულიყო და აქ მეორე ფრონტი გახსნილიყო. ბუნებრივია, ეს სიგიჟეა, რომელსაც საქართველო ხელისუფლება და ქართველი ხალხი არასდროს ხელს არ მოაწერს. გამომდინარე აქედან, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები შურისძიების გზაზე დგანან.

ახლახანს უკრაინის ხელისუფლების ლიდერის ბოლო განცხადებები გავიგეთ, სადაც ტერმინებით “ნაში პაცანი“ გვემუქრება, თუ როგორ ჩამოვა მილიონით ომისგან უმუშევრად დარჩენილი ადამიანი საქართველოში და წესრიგის დამყარებას დაიწყებს. მისი ლოგიკა ასეთია: - ჯერ შედის ჯარი, ჯარს დიპლომატები მოჰყვებიან და დიპლომატებს მოჰყვებიან ინვესტორები ანუ ჩვენ ახალ იმპერიალისტებს ვიღებთ, როცა ჯერ შემოდიოდა რუსული ჩექმა, მას მოჰყვებოდა დიპლომატია და წესი და მერე რუსული აღმშენებლობა. ახლა არესტოვიჩეულ-უკრაინული (არ ვსაუბრობ მთელს უკრაინაზე) გეგმა ეს არის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ “სწორედ ამ პროექტის მიერ არის საქართველოში მიხეილ სააკაშვილი, როგორც დივერსანტი, გამოგზავნილი.

“რაკი აღნიშნული პროექტი ვერ განხორციელდა, ახლა სადაც ხელი მიუწვდებათ ცდილობენ საკუთარი ჩავარდნილი რეზიდენტი გამოიხსნან.

იმის ნაცვლად, რომ მათი მხრიდან საქართველოს მიმართ ერთი ნორმალური გზავნილი ყოფილი, ისმის მუქარა - მუქარა არესტოვიჩის პირით საქართველოს წინააღმდეგ არის რუსული იმპერიალიზმიდან კალკირებული“, - დასძინა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ერთ-ერთ “იუთუბ” არხზე გამართულ დისკუსიაში აცხადებს, რომ “უახლოეს მომავალში, როდესაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს "შველაზე".

ჟურნალისტის კომენტარზე, რომ საქართველოში 300 ათასი რუსი იმყოფება და 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან, ანუ 10%, ქართველებისთვის დიდი პრობლემაა, არესტოვიჩმა უპასუხა: „ეს არის კატასტროფა, მითუმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომელსაც არ აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილებები და გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა, სადაც კორუმპირებული პოლიცია, სადაც ყველაფერი იყიდება, როგორც თავად ქართველები ამბობენ და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი პრობლემაა. ჩვენ მოვახდენთ იქ ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის გადარჩენა, სომხეთის გადარჩენა, ყველას გადარჩენა. ეს კარგი ისტორიაა, რადგან მილიონი ჩვენი ნაომარი ბიჭისა და გოგოსთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში. მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციური ოპერაციები, ჰუმანიტარული ოპერაციები და ა.შ.“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო