კაია კალასი - ევროკავშირმა დაყადაღებული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად უნდა გამოიყენოს

ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად 300 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დაყადაღებული რუსული საგარეო აქტივები უნდა გამოიყენოს, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ის ევროკავშირის საბჭოს სხდომას ესწრება.

„დღეს ჩვენ ვაპირებთ უკრაინაზე ფოკუსირებას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ [გაყინული] აქტივების გამოყენებაზე, რაც გვაქვს – რუსული [გაყინული] აქტივები. ჩვენ გვაქვს 300 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების გაყინული აქტივები და უნდა განვიხილოთ, როგორ შეიძლება მისი უკრაინის სასარგებლოდ გამოყენება“, - განუცხადა კალასმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ევროკავშირმა ასევე უნდა განიხილოს ტრიბუნალის შექმნის საკითხი უკრაინაში ჩადენილი აგრესიის დანაშაულების ჩამდენი პირების დასასჯელად.

„მეორე, ჩვენ აუცილებლად უნდა განვიხილოთ სამართლებრივი პასუხი აგრესიის დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია და ის, თუ როგორ შევქმნათ ცალკე ტრიბუნალი, მათ დასასჯელად“, - განაცხადა კალასმა.

ამასთან, ესტონეთის პრემიერი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს.

"კაშხლის დანაღმვა ნამდვილი ტერორიზმია. თუ ტერორიზმის განმარტებას გადახედავთ, ეს არის ის, რომ შეგვეშინდეს, ეს არის ის, რომ თავი შევიკავოთ იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლებსაც სხვა შემთხვევაში მივიღებდით. საშინელებაა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია 2022 წელს“, - აღნიშნა კალასმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო