ევროპარლამენტმა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების წინადადებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების წინადადებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების წინადადებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტის ოფიციალური ვებსაიტი ავრცელებს.

კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტმა დაამტკიცა საკუთარი მანდატი ევროკავშირის საბჭოსთან აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონებში და საქართველოს ე.წ. სეპარატისტულ ტერიტორიებზე გაცემული სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ, ვიზის გაცემის ან ევროკავშირის გარე საზღვრების გადაკვეთის მიზნით. წინადადებას მხარი 540-მა ევროპარლამენტმა დაუჭირა, 6 წინააღმდეგ წავიდა, მხოლოდ 36-მა თავი შეიკავა.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ყირიმისა და სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსია უკანონოა და რომ ევროკავშირმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ამიტომ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ევროპის ეკონომიკური სივრცის მოკავშირეებმა აღარ უნდა მიიღონ ამ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტები”.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ევროპარლამენტარებმა ასევე ხაზი გაუსვეს ყველას უფლებას გაექცეს უკრაინაში კონფლიქტს და ევროკავშირში ჰუმანიტარული საფუძვლით შესვლის უფლებას.

“ევროპარლამენტი და საბჭო ახლა მოილაპარაკებენ აქტის საბოლოო ფორმაზე. ორივე ინსტიტუტის მიერ მიღებისა და ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ, იგი ძალაში შევა გამოქვეყნებიდან მეორე დღეს”, - წერია განცხადებაში.