პენი მორდონტმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ახალ ლიდერად საკუთარ კანდიდატურას წარადგენს

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის ლიდერი პენი მორდონტი პირველია, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ „კონსერვატიული პარტიის“ ახალ ლიდერად საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.

ამის შესახებ მან „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„მე შთამაგონა კოლეგების მხარდაჭერამ. ვაცხადებ ჩემი მონაწილეობის შესახებ არჩევნებში, რომ გავხდე "კონსერვატიული პარტიის" ლიდერი და თქვენი პრემიერ-მინისტრი - გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, შევასრულოთ ჩვენი დაპირება და გავიმარჯვოთ მომავალ საყოველთაო არჩევნებში“ , - წერს მორდონტი.

პენი მორდონტი „ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის“ ლიდერობისთვის წინა არჩევნებში იყრიდა კენჭს და რიში სუნაკისა და ლიზ ტრასის შემდეგ მესამე ადგილზე იყო.

იმისთვის, რომ მისი კანდიდატურა დამტკიცდეს, ორშაბათამდე მან „კონსერვატიული პარტიის“ მინიმუმ 100 წევრის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო