ემანუელ მაკრონი - ევროკავშირის ლიდერებმა კვლავ დაადასტურეს თავისი ერთიანობა, განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა

ემანუელ მაკრონი - ევროკავშირის ლიდერებმა კვლავ დაადასტურეს თავისი ერთიანობა, განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი ერთიანობა და გადაწყვეტილება, განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა. ამის შესახებ მაკრონმა ბრიუსელში ევროსაბჭოს მუშაობის მეორე დღის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გუშინ ჩვენ გავმართეთ ვიდეოკონფერენცია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან და დღეს დილით წევრ ქვეყნებთან, რომელზეც აღინიშნა ჩვენი სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ჩვენ განვაცხადეთ ჩვენი ერთიანობისა და მონდომების შესახებ, გავაგრძელოთ ურყევი გრძელვადიანი მხარდაჭერა მთლიანად საბჭოში“ , - განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, ამის გათვალისწინებით, ბოლო კვირებში უკვე მიღებულია სტრუქტურული გადაწყვეტილებები.

„კერძოდ, ისინი შეეხება სანქციებს ირანელი ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული დრონების გადაცემაში. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია. გუშინ კი, ამ კუთხით კვლავ დაწესდა დამატებითი სანქციები“ ,- დასძინა მაკრონმა.

მან ასევე გაიხსენა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ევროპული მისიის დაწყება უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად, რის შესახებაც გადაწყვეტილება ორშაბათს მიიღეს.

„საფრანგეთი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ამაში, რომელიც ორ ათას უკრაინელ ჯარისკაცს წვრთნის ჩვენს მიწაზე“, - განაცხადა მაკრონმა.

„დამატებითი 500 მილიონი ევრო ასევე გამოიყოფა უკრაინული ძალების დასახმარებლად იმ აღჭურვილობით, რომელიც მათ სჭირდებათ, რათა შეინარჩუნონ თავიანთი შესაძლებლობების დონე ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში“, - დასძინა მან.