ენტონი ბლინკენი - ვერ ვხედავთ პუტინის დაინტერესებას, შეაჩეროს აგრესია, პირიქით, რუსეთი ასამმაგებს აგრესიას

ენტონი ბლინკენი - ვერ ვხედავთ პუტინის დაინტერესებას, შეაჩეროს აგრესია, პირიქით, რუსეთი ასამმაგებს აგრესიას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ შეინარჩუნებს კონტაქტებს რუსეთთან, მაგრამ უფრო ფართო დიპლომატია დამოკიდებულია იმაზე, დაინტერესდება თუ არა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აგრესიის შეჩერებით.

„ჩვენ ამ დროისთვის ამის არანაირი მტკიცებულება არ გვინახავს. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი აორმაგებს და ასამმაგებს აგრესიას“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, ამაზე მეტყველებს რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმები უკრაინის ელექტროსადგურებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ჯარისკაცების მობილიზება. მობილიზებულ ჯარისკაცებს ბლინკენი „საზარბაზნე ხორცს“ უწოდებს, რომელთა ომში გადასროლას პუტინი ცდილობს.

„ფუნდამენტური განსხვავება ისაა, რომ უკრაინელები იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის, მიწისთვის, მომავლისთვის, რუსეთი - არა და რაც უფრო ადრე მიხვდება პრეზიდენტი პუტინი ამას და რაც უფრო მალე მივა ამ დასკვნამდე, მით უფრო მალე შევძლებთ ამ ომის დასრულებას“, - აღნიშნა ბლინკენმა.