დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა  2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გასვლით სამუშაო შეხვედრაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე იმსჯელა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს აქ გვესწრება ფაქტობრივად ყველა ის სამინისტრო და უწყება, რომლებთანაც აქტიური თანამშრომლობა გვაქვს. ეს არის ანგარიში მიმდინარე წლის განმავლობაში კომიტეტის გაწეული საქმიანობის შესახებ და ამავდროულად, შესაძლებლობა, რომ შევჯერდეთ თუ როგორ გავხადოთ თანამშრომლობა უფრო ეფექტიანი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე წარმოდგენილ ანგარიშში ასახული იყო კომიტეტის სტრატეგიული მიზნები. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ კომიტეტის ეფექტიანი საკანონმდებლო საქმიანობის, საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის, კომიტეტის მუშაობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, დაინტერესებულ მხარეებთან შედეგიანი კომუნიკაციის და კომიტეტის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებს და თითოეული ამ მიზნის შესასრულებლად მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე მიიღეს ინფორმაცია.

კომიტეტის წევრებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებიც განიხილეს.

მსჯელობა გაიმართა საკანონმდებლო პროცესის, საზედამხედველო მიმართულების, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობის და უკვე ჩატარებული და დაგეგმილი თემატური მოკლევების შესახებ. მათ შორის, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე. განიხილეს კომიტეტის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯები.

დავით სონღულაშვილმა სხვადასხვა უწყებებისათვის გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით კომიტეტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის თაობაზეც ისაუბრა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის სრული კოორდინაცია იმისათვის, რომ დაგეგმილი რეფორმებისა და საქმიანობის შესახებ წინასწარ იყოს ინფორმირებული საკანონმდებლო ორგანო იმ ინიციატივებთან დაკავშირებით, რომლებიც ამა თუ იმ მიმართულებით სექტორის განვითარებას ან თვითმმართველობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„ეს შეხვედრა არის საშუალება წინასწარ ვისაუბროთ იმ დაგეგმილ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც სამინისტროს აქვს სხვადასხვა მიმართულებით. ეს ასევე წარმოადგენს ინტერაქციული დიალოგის ფორმატს, რათა ერთობლივად შევიმუშაოთ მომავალი საქმიანობის გეგმები“, -განაცხადა მზია გიორგობიანმა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ კომიტეტის საქმიანობის ასეთი განხილვა სამომავლო საქმიანობის დაგეგმვის და სწორი ორიენტირების განსაზღვრის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

„ასეთი შეხვედრები და მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გარკვეულ საკითხებზე აქვე ვჯერდებით, იმ გამოწვევებზე ვმსჯელობთ, რომელსაც სამომავლო გეგმა და ამოცანები უნდა დაეფუძნოს და ეს სწორედ ამ ფორმატში ხორციელდება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრის, ეკა სეფაშვილის შეფასებით, ქვეყანაში თანდათან უფრო მყარად მკვიდრდება პრაქტიკა, რომ პარლამენტმა ეფექტიანად გააკონტროლოს და ზედამხედველობა გაუწიოს მთავრობის მუშაობას. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ მიზნით ტარდება, რათა გამოვლინდეს ის გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში არსებობს და ვიმსჯელოთ მომავალი მუშაობის კოორდინირებულ დაგეგმვაზე იმ უწყებებთან ერთად, რომელთა მონიტორინგი და საქმიანობა სწორედ ჩვენი კომიტეტის პასუხისმგებლობის სფეროში შემოდის.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების თაობაზეც იმსჯელეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა