ჯო ბაიდენი - 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიმიღია, თუმცა ამის განზრახვა მაქვს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა მას ეს განზრახვა აქვს.

„მე არ მიმიღია ოფიციალური გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ჩემი განზრახვაა - ჩემი განზრახვაა კვლავ ვიყარო კენჭი და ჩვენ გვაქვს დრო, რომ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბაიდენმა MSNBC-თან ინტერვიუში.

სექტემბერში ბაიდენმა განაცხადა, რომ ძალიან ადრეა გადაწყვეტილების მისაღებად იმასთან დაკავშირებით, იყრის თუ არა ის კვლავ კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში 2024 წელს. ამ კომენტარმა გააჩინა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ჯო ბაიდენს მეორე ვადით პრეზიდენტობა აღარ სურდეს.

აღსანიშნავია, რომ 79 წლის ჯო ბაიდენი ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო