რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმის გამო ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის შვიდ რეგიონში თითქმის 1.5 მილიონ აბონენტს შეეზღუდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ოკუპანტების მორიგი თავხედური თავდასხმა ჩვენს ინფრასტრუქტურაზე. მტერი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის ენერგოობიექტებზე დარტყმების განხორციელებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ელექტროენერგია შეეზღუდათ : ხმელნიცკის, მიკოლაივის, ვოლინის, ჩერკასის, როვნოს, კიროვოგრადისა და ოდესის ოლქების მცხოვრებლებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სპეციალისტები სარემონტო სამუშაოებს აწარმოებენ.