„ანტიკორუფციულ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან იმუშავებენ, რათა ირაკლი კობახიძე და თეა წულუკიანი არჩევნების გაყალბების გამო დასანქცირდნენ

„ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან იმუშავებენ, რათა, არჩევნების გაყალბების გამო, სანქცირებულთა სიაში შევიდნენ მმართველი გუნდის წევრები - ირაკლი კობახიძე და თეა წულუკიანი.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საერთაშორისო სანქციების ობიექტი უნდა იყოს ყველა ის პირი, ვინც არჩევნები გააყალბა.

"კულტურის სამინისტროში იმყოფება ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების გაყალბებაში. გუშინ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ახალი დეტალი - თვითონ გამყალბებელმა, რომელთაც სხვა გამყალბებლებთან მოუვიდათ დაპირისპირება, საჯაროდ გახადეს ცნობილი იმ მტკიცებულებების შესახებ, რომელზეც ბოლო წლებში ვსაუბრობდით.

ჩვენ ვაკვირდებოდით და ვხედავთ, თუ როგორ ყალბდებოდა ქართველი ხალხის ნება.

რაც შეეხება თეა წულუკიანს, რომელიც იუსტიციის სამინისტროდან კულტურის სამინისტროში გადავიდა, საქართველოს მოქალაქეების პერსონალური ინფორმაცია ცნობილი იყო "ქართული ოცნების" პარტაქტივისთვის, "ქართული ოცნებისა" და სუსისთვის. იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობა იკვეთება, სწორედ იუსტიციის სამინისტროს მიუწვდება ხელი ჩვენს პერსონალურ მონაცემებზე, მათ ევალებოდათ პერსონალური მონაცემების დაცვა, მაგრამ მან ეს კი არ დაიცვა, გადასცა მმართველ პარტიას, მსხვერპლად შესწირა. ამიტომ, უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ მონაცემების დაცვის ინსპექტორს, რათა დაიწყონ გამოძიება თეა წულუკიანთან დაკავშირებით.

ასევე, ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების საკითხზე, სადაც ერთ-ერთ მიმართულებაა ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. მთავარი ძირის გამოთხრა, რაც შეიძლება დაუშავოს მმართველმა, ეს არის არჩევნების გაყალბება, ერის თავისუფალი ნების გამოხატვის შეზღუდვა, ამიტომ ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი და გამყალბებლები უნდა იყვნენ საერთაშორისო სანქცირების ობიექტები, ჩვენ მტკიცებულებებს პარტნიორებს გავაცნობთ. ეს გამყალბებლები დასჯილები უნდა იყვნენ”,- აღნიშნავს ფავლენიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო