სლოვენიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

სლოვენიაში, 13 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. წინასწარი შედეგების მიხედვით, გუშინ ჩატარებულ პირველ ტურში პირდაპირი გამარჯვებისთვის საჭირო ხმების მოპოვება შვიდი კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ შეძლო.
მეორე ტურში ერთმანეთს საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი - ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანჟე ლოგარი და დამოუკიდებელი პოლიტიკოსი - ნატასა პირც მუსარი დაუპირისპირდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ სლოვენიაში პრეზიდენტის თანამდებობა ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებს, პრეზიდენტი ხელმძღვანელობს ჯარს და პასუხისმგებელია რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის, მათ შორის ცენტრალური ბანკის მმართველის, დასახელებაზე.

























