კელი დეგნანი - ვებსტერი არის განათლების სფეროში აშშ-საქართველოს პარტნიორობის შესანიშნავი მაგალითი

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, „ვებსტერის უნივერსიტეტის“ გახსნა არის განათლების სფეროში აშშ-საქართველოს პარტნიორობის შესანიშნავი მაგალითი და კიდევ ერთი ხიდი ქვეყნებს შორის. აღნიშნული განცხადება მან „ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოს“ სტუდენტების პირველი ნაკადის მიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

მისივე თქმით, „ვებსტერის უნივერსიტეტი“ ქართველ სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, მიიღონ ამერიკული განათლება მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მედია კომუნიკაციების მიმართულებით, რომლებიც დღევანდელ მსოფლიოში სამ მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს.

„ეს არის ამერიკის მთავრობის მხარდაჭერის უახლესი მაგალითი განათლების განვითარებისთვის აქ, საქართველოში. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ბოლო 30 წლის განმავლობაში, იქნება ეს საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები, ინგლისური ენის გაკვეთილები, საბაზისო განათლების სასწავლო პროგრამების მოდერნიზება, მასწავლებლების გადამზადება თუ სკოლების აღდგენა. ასე რომ, ეს არის სფერო, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან ღრმა პარტნიორობა საქართველოსთან და ნამდვილად მოხარული ვართ, რომ ვხედავთ „ვებსტერის უნივერსიტეტის“ კამპუსის გახსნას, როგორც უახლეს წინ გადადგმულ ნაბიჯს ჩვენს პარტნიორობაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

„ვებსტერის უნივერსიტეტმა“ საქართველოში, სტუდენტების პირველი ნაკადი წელს მიიღო. მიღების ღონისძიებისთვის, ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს, „ვებსტერის უნივერსიტეტის“ დელეგაცია ეწვია. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი ამილახვარი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - ნუნუ მიცკევიჩი, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები. „ვებსტერის უნივერსიტეტის“ ოფიციალური წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ და სწავლის დაწყება მოულოცეს.

„ვებსტერის უნივერსიტეტი“ 1915 წელს დაარსდა და მსოფლიოს 50 ლოკაციაზე ფუნქციონირებს. უნივერსიტეტი აკრედიტებულია უმაღლესი რანგის მქონე კომისიების მიერ, მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. საქართველოს კამპუსი ავტორიზებულია 1000 სტუდენტის მისაღებად და ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობების და მედიაკომუნიკაციების მიმართულებით.

უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ გაცვლითი პროგრამით და ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატარონ „ვებსტერის“ საუნივერსიტეტო ქსელის ნებისმიერ კამპუსში მსოფლიოს მასშტაბით.

სწავლის დასასრულს, სტუდენტს გადაეცემა „ვებსტერის უნივერსიტეტის“ ამერიკული დიპლომი.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო