ჯუანშერ ბურჭულაძე ლიეტუველ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს არვიდას ანუშაუსკას შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს გამორჩეული, მტკიცე და ერთგული სტრატეგიული პარტნიორია.

უწყების ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ლიეტუვას შორის თანამშრომლობის, კერძოდ, სხვადასხვა პროექტებსა და ინიციატივებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობას.

„მხარეებმა განიხილეს ვილნიუსში მომავალ წელს დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოს პერსპექტივები და კონკრეტული ნაბიჯები. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადრება და კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჯუანშერ ბურჭულაძემ საკუთარ კოლეგას ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობის კუთხით თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებულ მჭიდრო სტრატეგიულ თანამშრომლობას, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული გეგმა, რომელიც ეხება სამხედრო განათლების, კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციების, სავალდებულო სამხედრო სამსახურის, დაჭრილ სამხედროთა რეაბილიტაციის კუთხით თანამშრომლობას, გაცვლით ვიზიტებს ეროვნული თავდაცვის აკადემიებს შორის, ასევე ერთობლივ სწავლებებს.

შეხვედრის დასასრულს, ჯუანშერ ბურჭულაძემ და არვიდას ანუშაუსკამ ხელი მოაწერეს საქართველოსა და ლიეტუვას შორის თავდაცვის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ კომუნიკეს.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა, თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები და ლიეტუვის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო