ნიკა ობოლაძე მცირე ხნით იყო პოლიტიკურ პარტიაში და მან თავისი თავი აქ ვერ იპოვა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა პარტიაში დაპირისპირება და როგორ შეაფასებს ნიკა ობოლაძის პარტიიდან წასვლას.
როგორც მელია განმარტავს, "ნაციონალური მოძრაობა" უმსხვილესი პოლიტიკური გაერთიანებაა და ამ პარტიის შიგნით ყოველთვის იარსებებს განსხვავებული პოზიციები, რის გარშემოც იქნება მსჯელობა.
„ნიკა ობოლაძე მცირე ხნით იყო პოლიტიკურ პარტიაში და მან თავისი თავი აქ ვერ იპოვა, ძალიან სამწუხაროა. მისი სუვერენული უფლება იყო მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, წარმატებებს ვუსურვებ სადაც გააგრძელებს საქმიანობას", - აღნიშნავს მელია.
ამასთან, მელია დასძენს, რომ "ნაციონალური" მოძრაობა იმ მდგომარეობაშია, "როდესაც ყველა შესაძლებელ და შეუძლებელ მეთოდს გამოიყენებს არსებული რეჟიმის ცვლილებისთვის".