პარლამენტი სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენას იწყებს

პარლამენტი სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენას იწყებს. ომბუდსმენის თანამდებობის დაკავების მსურველთა მოსმენას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 25 ოქტომბერს დაიწყებს, რა პროცესიც პარლამენტში 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელება.

კანდიდატთა მოსმენები ანბანური თანმიმდევრობის მიხედვით განაწილდა. ხვალ სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ანა აბაშიძეს, მარიკა არევაძესა და გიორგი ბურჯანაძეს მოუსმენენ.

ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა. პარლამენტს 19-ვე კანდიდატის მოსმენა მოუწევს, რადგან პოლიტიკურმა ჯგუფმა “მოქალაქეები“ უკლებლივ ყველა მსურველი კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“, “ლელომ“ და “რეფორმების ჯგუფმა“ ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი წარადგინეს.

სახალხო დამცველის პოსტზე ორი კანდიდატი “ევროპელმა სოციალისტებმა“ დაასახელეს - ისინი პარლამენტს ასარჩევად თინათინ ერქვანიასა და ლელა გაფრინდაშვილს სთავაზობენ.

პოლიტიკურმა ჯგუფმა "გირჩმა" სახალხო დამცველის თანამდებობაზე იაგო ხვიჩია წარადგინა.

მომავალი ომბუდსმენი 6 წლის ვადით, 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა