გორში „გორის დღე 2022“ აღინიშნა

გორში „გორის დღე 2022“ აღინიშნა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს, წელს პირველად ლომჭაბუკის სკვერმა უმასპინძლა. სკვერში წარმოდგენილი იყო სოფლების, მუზეუმებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების, კვების ობიექტების კუთხეები, ტურისტული და გასართობი სივრცეები.

„მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა, სპორტული შეჯიბრებები და კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ ხილი, ღვინო და ჭაჭა, ასევე, ყურძნის წურვისა და ჩურჩხელების მომზადების პროცესში მიეღოთ მონაწილეობა.

ტრადიციულად გაიმართა ქალაქის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი. წელს, საპატიო გორელის წოდება მიენიჭა 7 ადამიანს.

ესენი არიან:

თინა ბრეგვაძე - კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი

ჯემალ მჭედლიშვილი - სპორტსმენი

გიორგი გოგშელიძე - სპორტსმენი

თინა წერეთელი - საბავშვო ბაღის დირექტორი

დარია ვაშაგაშვილი - გორის საბრძოლო დიდების მუზეუმის დირექტორი

მარიზა აბრამიძე - შიდა ქართლში ქალთა საბჭოს ხელმძღვანელი

შალვა ტაბატაძე - ინჟინერი

ღონისძიებები გალა კონცერტმა დაასრულა, რომელშიც მუსიკალური ჯგუფები „თამადა“ და REGGAEON მონაწილეობდნენ. კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს