ნიკა გვარამიას ადვოკატი - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური წნეხის პირობებში მოუწევს

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა იმ სისხლის სამართლის საქმის სიყალბე, რომლის გამოც გვარამია ციხეში იმყოფება, - ამის შესახებ ,,მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ნიშანდობლივი იყო პროკურატურის რეპლიკა, რომელმაც შემაჯამებელი არგუმენტების ნაცვლად სამაუწყებლო ბადის და ,,კაბალური ხელშეკრულების” შესახებ ისაუბრა.

მისივე განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური წნეხის პირობებში მოუწევს.

,,ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების მიღება არ ხდება მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით. დარწმუნებულები ვართ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს პოლიტიკური წნეხის პირობებში. ნიშანდობლივი იყო პროკურატურის რეპლიკა, რომელმაც შემაჯამებელი არგუმენტების ნაცვლად სამაუწყებლო ბადის და ,,კაბალური ხელშეკრულების” შესახებ ისაუბრა. ცხადია, მსგავს საკითხებზე სისხლის სამართლის განხილვისას საუბარი არ უნდა ხდებოდეს. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა იმ სისხლის სამართლის საქმის სიყალბე, რომლის გამოც გვარამია ციხეში იმყოფება”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო