სერგეი ლავროვი - რუსეთი უფრო მეტ სამხედრო კონტაქტებს აპირებს იმის გამო, რომ კიევი „ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია უფრო მეტ სამხედრო კონტაქტებს აპირებს იმის გამო, რომ კიევი „ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს. ლავროვის განცხადებას რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

ლავროვის თქმით, სიტუაცია უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენების შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოში „დღეს ან ხვალ“ განიხილება.

ლავროვმა არასერიოზული უწოდა დასავლეთის მიერ რუსეთის ტყუილად მოხსენიებას „ბინძური ბომბის“ შესახებ ინფორმაციას, რომლის გამოყენებასაც თითქოს და უკრაინა აპირებს.

მანამდე, ორშაბათს, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი ბრიტანეთის შტაბების უფროსთა კომიტეტის ხელმძღვანელს ტონი რადაკინს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინა "ბინძური ბომბის" გამოყენებაში დაადანაშაულა.

მოგვიანებით, ორშაბათს, გერასიმოვმა დაურეკა თავის ამერიკელ კოლეგას მარკ მილის, რათა განეხილათ იგივე ბრალდებები უკრაინის წინააღმდეგ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო