გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას გერმანული ტელევიზია NTV ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, შტაინმაიერი უკრაინის დედაქალაქ კიევში დღეს დილით მატარებლით ჩავიდა და დღის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს ქვეყანაში გერმანიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში გასულ კვირას უნდა ჩასულიყო, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ვიზიტი გადაიდო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო