რიში სუნაკი მეფე ჩარლზს შეხვდება და ერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად მიმართავს

რიში სუნაკი დღეს ბუკინგემის სასახლეში გაემგზავრება და გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზს შეხვდება, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მეფე ჩარლზთან შეხვედრაზე სუნაკს ოფიციალურად სთხოვენ მთავრობის ფორმირებას. ამის შემდეგ სუნაკი დაუნინგ სთრითის გარეთ ერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად მიმართავს. მანამდე ლიზ ტრასი მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომას ჩაატარებს, რის შემდეგაც იგი სიტყვით გამოვა დაუნინგ სთრითის გარეთ. შემდეგ ტრასი ბუკინგემის სასახლეში, მეფესთან აუდიენციისთვის გაემგზავრება და ოფიციალურად გადადგება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო