BBC - ირანის უსაფრთხოების ძალებმა 21 წლის მამაკაცი მას შემდეგ მოკლეს, რაც მან ხელისუფლების მხარდამჭერი პლაკატი ჩამოხია

ირანის უსაფრთხოების ძალებმა 21 წლის მამაკაცი მას შემდეგ მოკლეს, რაც მან ირანის ხელისუფლების მხარდამჭერი პლაკატი ჩამოხია, - ინფორმაციას BBC აქციის მონაწილეებსა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 21 წლის ერფან რეზაეიმ ირანის ქალაქ ამოლში ირანის უზენაესი ლიდერის მხარდამჭერი პლაკატი ჩამოხია, რის შემდეგაც ირანის უსაფრთხოების ძალებმა მას იარაღით მხარში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები 6 კვირის წინ დაიწყო. ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები მას შემდეგ იმართება, რაც თეირანში, 13 სექტემბერს, მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის 22 წლის მაჰსა ამინი დააპატიმრა. გოგონა წამების შედეგად გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო