გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 21-ე საუკუნისთვის არსებული ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესთან მიმართებაში მის გავლენებს უკავშირდება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით, საარჩევნო ადმინისტრაციების მეათე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ორი დღის განმავლობაში, კონფერენციაზე დეზინფორმაციასა და დიგიტალიზაციასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. ამასთან, საერთაშორისო ცეესკოები და საარჩევნო ადმინისტრაციები ერთმანეთს იმ კარგ პრაქტიკებს გაუზიარებენ, რომლებიც ჩვენ ქვეყნებში არსებობს.

„საარჩევნო ადმინისტრაციების შეხვედრა არის ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი პლატფორმა და საგანი, რომელიც ჩვენი ინსტიტუციისთვის პრიორიტეტულია იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩვენ საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციებთან ერთად შესაძლებლობა გვაქვს, იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბროთ, რომელიც დღეს თითოეული ჩვენგანისთვის აქტუალურია. ეს არის დეზინფორმაცია - დეზინფორმაციასთან გამკლავების გზების საერთო ძიება და დიგიტალიზაცია - დიგიტალიზაციიდან გამომდინარე არსებული გამოწვევები. შესაბამისად, ჩვენ უახლოესი 2 დღის განმავლობაში საერთაშორისო ცესკოები და საარჩევნო ადმინისტრაციები ერთმანეთს იმ კარგ პრაქტიკებს გავუზიარებთ, რომლებიც ჩვენ ქვეყნებში არსებობს და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, რიგ საკითხებთან დაკავშირებით, გარკვეული გადაწყვეტა გვექნება თუ როგორ ვმართოთ ეს პროცედურები ეფექტიანად.

დიგიტალიზაციასთან მიმართებაში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით აქტუალური საკითხია, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოს მიერ ინიცირებულია 2024 წელს არჩევნების ტექნოლოგიური საშუალებებით ინტერვენცია. შესაბამისად, ჩვენთვის საერთაშორისო გამოცდილების მოსმენა, გაზიარება და ჩვენი პრაქტიკის ამ მიმართულებით გამრავალფეროვნება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ისევე როგორც დღეს, 21-ე საუკუნისთვის სხვადასხვა უწყებისთვის, სხვადასხვა ქვეყნისთვის და არა მხოლოდ საარჩევნო ინსტიტუციებისთვის არსებული ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა, რომელიც დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესთან მიმართებაში მის გავლენებს უკავშირდება, იმისთვის რომ ჩვენ ერთობლივად, ჩართულ მხარეებთან, საზოგადოებასთან, მედიასთან ერთად პროცესის კიდევ უფრო მეტად გაჯანსაღება შევძლოთ, რათა საარჩევნო გარემო და ზოგადად, ინსტიტუცია შემდგომი მიზანმიმართული დაზიანებებისგან დავიცვათ,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო