ოლაფ შოლცი - უკრაინის აღდგენა ახლავე უნდა დაიწყოს

ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი. მაგრამ ის დასრულდება და როცა ეს მოხდება, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის და უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მისი ბრძოლის მხარდაჭერას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში მიმდინარე კონფერენციაზე - „საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენცია უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის შესახებ“ - განაცხადა, რომელსაც ის ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად მასპინძლობს.

მისი თქმით, უკრაინის აღდგენა ახლავე უნდა დაიწყოს.

„ჩვენ ვიცით, რომ არც ერთი ქვეყნის ისტორია არ არის ერთნაირი. მაგრამ ჩვენი საკუთარი ისტორიული გამოცდილებიდან ჩვენ ასევე ვიცით, რომ რეკონსტრუქცია ყოველთვის შესაძლებელია და რომ არასდროს არ არის ნაადრევი ამ ამოცანის გადაჭრა", - აღნიშნა შოლცმა.

მისი თქმით, "მარშალის გეგმა 21-ე საუკუნისთვის - თაობის ამოცანაა, რომელიც ახლავე უნდა დაიწყოს".

კონფერენცია, რომელსაც ექსპერტები, მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან, მიზნად ისახავს უკრაინის აღდგენის მდგრადი ინსტრუმენტების განხილვას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო