ზურაბ ჯაფარიძე - ევროპაში არავის აქვს იმის ილუზია, რომ „ქართული ოცნებიდან“ ვიღაცები მიდიან და „ხალხის ძალა“ დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზმია

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ევროპაში არავის აქვს იმის ილუზია, რომ „ქართული ოცნებიდან“ ვიღაცები მიდიან და „ხალხის ძალა“ დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზმია. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 19-21 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„რაც შეეხება დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც გვითხრეს არის ის, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონდათ და უთხრეს, რომ ეს არის მტკნარი ტყუილი და არ შეიძლება პარტნიორი ქვეყანა ევროკავშირთან მიმართებაში ასე იქცეოდეს, მაგრამ თქვეს, რომ ისინი მაინც აგრძელებენ იმის კეთებას, რასაც აკეთებდნენ. მათ შორის, არანაირი ილუზია, იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნებიდან“ ვიღაცები მიდიან და ეს „ხალხის ძალა“ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზმი, ევროპაში არავის არ აქვს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, 19-21 ოქტომბერს ბრიუსელში გიორგი ვაშაძის და ზურაბ ჯაფარიძის ვიზიტი გაიმართა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა