ვოლოდიმირ ზელენსკი რიში სუნაკს - გისურვებთ, იმ გამოწვევების წარმატებით გადალახვას, რის წინაშეც დღეს ბრიტანეთი და მსოფლიო დგას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რიში სუნაკს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.

„გილოცავთ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. გისურვებთ, წარმატებით გადალახოთ ყველა ის გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს დგას ბრიტანეთის საზოგადოება და მთელი მსოფლიო. მზად ვარ ერთად გავაგრძელო უკრაინა-ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება!“- წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

რიში სუნაკს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც.

„ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას არსებულ გამოწვევებთან, მათ შორის უკრაინის ომთან და ევროპასა და მსოფლიოსთვის მის შედეგებთან, გასამკლავებლად“, - წერს მაკრონი.

„ტვიტერში“ მისალოც პოსტს აქვეყნებს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც და იმედს გამოთქვამს, რომ მსოფლიოსთვის ამ ურთულეს დროს ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ერთად დაიცავენ საერთო ღირებულებებს.

„გილოცავთ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ჩვენი კონტინენტისთვის ამ რთულ პერიოდში გაერთიანებულ სამეფოსთან ძლიერი ურთიერთობის იმედი გვაქვს, რათა დავიცვათ საერთო ღირებულებები ჩვენი შეთანხმებების სრული დაცვით“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რიში სუნაკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დღეს დაინიშნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა