მარიკა არევაძე - სასამართლო სისტემაში არსებობს მცირე პრობლემებიდან მასშტაბურ პრობლემებამდე რიგი საკითხები, რომელიც აღმოფხვრას და გამოსწორებას საჭიროებს

არის შესაძლო გავლენების პრობლემა სასამართლოში, გავლენიანი ჯგუფების პრობლემა, რამაც შესაძლოა, გარკვეული ტიპის საქმეებზე არასასურველი გავლენები მოახდინონ, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატმა მარიკა არევაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენენ.

როგორც არევაძემ აღნიშნა, სასამართლო სისტემაში ასევე არსებობს გადატვირთულობის პრობლემა, რაც თავის მხრივ, დროული მართლმსაჯულების მიღების შესაძლებლობას ზღუდავს.

„სასამართლო სისტემაში არსებობს მცირე პრობლემებიდან მასშტაბურ პრობლემებამდე რიგი საკითხები, რომელიც აღმოფხვრას და გამოსწორებას საჭიროებს. ეს არის ერთი მხრივ, ის, რომ სწრაფი მართლმსაჯულება ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ დავები საპროცესო განხილვის ვადებს ყოველთვის აჭარბებს, სასამართლოები გადატვირთულია და ვერ ხდება კონკრეტულ საქმეებზე დროული მართლმსაჯულების მიღება. ასევე არის შესაძლო გავლენების პრობლემა სასამართლოში, გავლენიანი ჯგუფების პრობლემა, რამაც შესაძლოა, გარკვეული ტიპის საქმეებზე არასასურველი გავლენები მოახდინონ. მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების საკითხი. სასამართლო რეფორმის გაგრძელების საკითხი, საჭიროა რეალური რეფორმა, რომ მივიღოთ რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო. დამოუკიდებელი სასამართლო კი უზრუნველყოფს ქვეყანაში უფლებების დაცვის ხარისხს. დამოუკიდებელი და გამართული სასამართლოს არსებობის პირობებში უფრო ნაკლები სამუშაო ექნება სახალხო დამცველს“, - განაცხადა არევაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო