გიგა ბოკერია - ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ ძალა ამ რეჟიმის შესაცვლელად, რათა მომავალში თაობებს არ მოუწიოთ ფასის გადახდა

ეს გზავნილი ასახავს იმ რეალობას, რაც გვაქვს. არავინ ჩვენ ნაცვლად არ იზრუნებს ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ჩვენ, ვისაც გვსურს ამ ქვეყნის თავისუფალი და უსაფრთხო მომავალი, ვინც ვართ ამ ქვეყნის უმრავლესობა, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და შევძლოთ ამ რეჟიმის შეცვლა, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის ზოგიერთი ქმედება, ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს.

ბოკერიას განცხადებით, საჭიროა იმათი დამარცხება, ვისაც უნდა, რომ „ამ საბჭოთა, პუტინისტურ ჭაობში ვიყოთ და თაობები შეეწიროს ამას“.

„ამას, თუ ვიზამთ, ჩვენ გვექნება თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა, თუ არა, მაშინ ამ ფასს შემდეგი თაობები გადაიხდიან, ისევე, რაც ვიხილეთ 90-იანი წლებიდან დღემდე,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი