მარიკა არევაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტრამდე ტყის ფართობის გადაცემას ეხება, გამართულია და სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, დავა გაგრძელდება

სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ მარიკა არევაძის შეფასებით, მოქმედი ომბუდსმენის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტრამდე ტყის ფართობის გადაცემას ეხება, გამართულია და სახალხო დამცველის პოსტზე მისი არჩევის შემთხვევაში, აღნიშნული დავა გაგრძელდება.

როგორც არევაძემ საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მართლმადიდებლურ ეკლესიას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.

გარდა ამისა, არევაძის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყანაში აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება არსებობს და ყველა რელიგიური ორგანიზაცია თანაბარი უფლებებით სარგებლობს, იმის მიუხედავად, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმება მოქმედებს.

“კონსტიტუციური შეთანხმება მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გარკვეულ პრივილეგიებს გულისხმობს, თუმცა კონსტიტუციის ძირითად ღერძს არსებითად არ უხვევს. სამლოცველო ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციისთვის უნდა არსებობდეს და არ უნდა იყოს ხელშემშლელი ბარიერი იმისთვის, რომ ადამიანებს სამლოცველოს აშენების უფლება არ ჰქონდეთ, სადაც მათთვის მისაღებ სარწმუნოებაზე ილოცებენ“, - განაცხადა მარიკა არევაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ