პაატა მანჯგალაძე - თითქოს სხვა საქმე არ ჰქონდათ, დასხდნენ „ქართული ოცნების" დეპუტატები და ომბუდსმენობის კანდიდატების „ფეისბუქ სტატუსები" წაიკითხეს - სასამართლო მოუწყვეს გამოხატვის თავისუფლების გამო

თითქოს სხვა საქმე არ ჰქონდათ, დასხდნენ „ქართული ოცნების" დეპუტატები და ომბუდსმენობის 19-ვე კანდიდატის „ფეისბუქ სტატუსები" წაიკითხეს, სასამართლო მოუწყვეს გამოხატვის თავისუფლების გამო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გუშინ, სახალხო დამცველობის სამი კანდიდატის მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მანჯგალაძის განცხადებით, ცვლილებები, რომელიც ომბუდსმენის არჩევის წესში შევიდა, ფარსია, ისევე როგორც პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, რადგან "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს აირჩიოს კანდიდატი, რომელიც "შავზე იტყვის, რომ თეთრია" და პირიქით.

"აშკარაა, რომ "ქართულ ოცნებას" არ მოსწონს ის კანდიდატები, რომლებიც რეალურად არიან დამოუკიდებელნი, პროფესიონალები და მიუკერძოებლები. გუშინ "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ცდილობდა ამ კანდიდატებისთვის პოლიტიკური კუთვნილების მიკერებას. თითქოს სხვა საქმე არ ჰქონდათ, დასხდნენ "ქართული ოცნების" დეპუტატები და 19- ვე კანდიდატის "ფეისბუქ სტატუსები" წაიკითხეს, გუშინ ადამიანებს ეკითხებოდნენ "ფეისბუქზე" ბოლო 5 წელში გამოქვეყნებულ სტატუსებზე, ამაზე სთხოვდნენ ახსნა - განმარტებებს და ერთგვარი სასამართლო მოუწყვეს ამ გამოხატვის თავისუფლების გამო. "ქართული ოცნება" პირდაპირ გვეუბნება, რომ კანდიდატი, რომელიც პროფესიონალია და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი გააჩნია, მათთვის არის მიუღებელი და სჭირდებათ კანდიდატი, რომელიც თეთრზე იტყვის შავს და შავზე თეთრს. ამ რწმენას მიმყარებს კობახიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ კონსენსუსი ალბათ, ვერ შედგება და სახალხო დამცველის მოვალეობას შეასრულებს მისი მოადგილე" - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, გუშინ ადამიანის უფლებათა კომიტეტზე სახალხო დამცველობის კანდიდატებს - ანა აბაშიძეს, გიორგი ბურჯანაძეს და მარიკა არევაძეს მოუსმინეს. დღეს კი ლელა გაფრინდაშვილს, სოფიო დემეტრაშვილს, თინათინ ერქვანიასა და ევგენია თავაძეს უსმენენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო