რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე - მჯერა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელებით, სულ უფრო გადაუდებელი ხდება უკრაინის დესატანიზაციის განხორციელება

მე მჯერა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელებით, სულ უფრო და უფრო გადაუდებელი ხდება უკრაინის დესატანიზაციის განხორციელება, ან, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა თქვა, მისი „სრული დესატანიზაცია”, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწემ ალექსეი პავლოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში სექტების ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ მათი რიცხვი ასობითაა.

პავლოვმა აღნიშნა, რომ „სატანის ეკლესია", რომელიც „მთელ უკრაინაში გავრცელდა", არის „ერთ-ერთი რელიგია, რომელიც ოფიციალურად არის რეგისტრირებული აშშ-ში".

უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწის განცხადებით, ისეთი მოწოდებები, როგორიცაა, მაგალითად, „ყველა რუსის მოკვლა“ და მსგავსი „სატანიზმი“ ძლიერ პასუხს და მხარდაჭერას პოულობს უკრაინის ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან.

ამასთან, პავლოვმა განმარტა, რომ 1990-იანი წლებიდან უკრაინაში რელიგიური სექტების მიმდევართა რიცხვი იზრდება.

„ერთ-ერთი მათგანია უკრაინის მოქალაქეების გონების გარდაქმნა, მათი იძულება, რომ მიატოვონ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, აიკრძალოს რეალური ღირებულებები, რომლებიც მართლმადიდებლურ რწმენას, ისლამსა და იუდაიზმს ატარებენ, ქსელური მანიპულაციისა და ფსიქოტექნოლოგიების გამოყენებით, ახალმა ხელისუფლებამ უკრაინა სახელმწიფოდან ტოტალიტარულ ჰიპერსექტად აქცია“, - დასძინა რუსმა მაღალჩინოსანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა