რევაზ სოხაძე - ბრძანებულება, რომელიც ოპონენტებმა წარმოადგინეს, მათ ბოლომდე წაკითხულიც არ აქვთ

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ დღეს გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ატენის ქუჩაზე სამშენებლო ნებართვა 2011 წელს იმდროინდელმა ქალაქის მერმა გიგი უგულავამ 10.0 კოეფიციენტით გასცა. ეს კოეფიციენტი კი დღეს ორჯერ შემცირებულია.

რევაზ სოხაძემ ოპონენტებს მოუწოდა, სანამ ბრალდებებს წამოაყენებენ, კარგად წაიკითხონ დოკუმენტი, სადაც ყველაფერი გარკვევით წერია.

„ჩვენმა ოპონენტებმა დღეს მე ტყუილში დამადანაშაულეს. ის ბრძანებულება, რომელიც წარმოადგინეს მათ ბოლომდე წაკითხულიც არ აქვთ. ბრძანებულებაში გარკვევით წერია, რომ K2 კოეფიციენტი 10.0-ის მაგივრად, 5.0 -ით განისაზღვრა. ანუ, ორჯერ შემცირდა. რაც შეეხება 33 ათას კვადრატულ მეტრ სამშენებლო ფართს, ეს ფართი მიწისქვეშა ტერიტორიასაც მოიცავს. ძველი ნებართვა, რომელიც 2011 წელს, კოეფიციენტის გადამეტებით გაიცა, K2 კოეფიციენტში კიბის უჯრედს, აივანსა და ტერასას არ მოიაზრებდა. შესაბამისად, ახლა განაშენიანების ფართობში ეს ფართი შედის. სწორედ ამიტომ მივიღეთ ციფრი 33 ათასი კვადრატული მეტრი. K2 განაშენიანების ფართობი კი 15 763 კვადრატული მეტრია“- განაცხადა რევაზ სოხაძე.

საკრებულოს უმრავლესობის წევრი ოპონენტებს დოკუმენტის სრულად შესწავლას და გააზრებას ურჩევს.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

რევაზ სოხაძე - ბრძანებულება, რომელიც ოპონენტებმა წარმოადგინეს, მათ ბოლომდე წაკითხულიც არ აქვთ

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ დღეს გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ატენის ქუჩაზე სამშენებლო ნებართვა 2011 წელს იმდროინდელმა ქალაქის მერმა გიგი უგულავამ 10.0 კოეფიციენტით გასცა. ეს კოეფიციენტი კი დღეს ორჯერ შემცირებულია.

რევაზ სოხაძემ ოპონენტებს მოუწოდა, სანამ ბრალდებებს წამოაყენებენ, კარგად წაიკითხონ დოკუმენტი, სადაც ყველაფერი გარკვევით წერია.

„ჩვენმა ოპონენტებმა დღეს მე ტყუილში დამადანაშაულეს. ის ბრძანებულება, რომელიც წარმოადგინეს მათ ბოლომდე წაკითხულიც არ აქვთ. ბრძანებულებაში გარკვევით წერია, რომ K2 კოეფიციენტი 10.0-ის მაგივრად, 5.0 -ით განისაზღვრა. ანუ, ორჯერ შემცირდა. რაც შეეხება 33 ათას კვადრატულ მეტრ სამშენებლო ფართს, ეს ფართი მიწისქვეშა ტერიტორიასაც მოიცავს. ძველი ნებართვა, რომელიც 2011 წელს, კოეფიციენტის გადამეტებით გაიცა, K2 კოეფიციენტში კიბის უჯრედს, აივანსა და ტერასას არ მოიაზრებდა. შესაბამისად, ახლა განაშენიანების ფართობში ეს ფართი შედის. სწორედ ამიტომ მივიღეთ ციფრი 33 ათასი კვადრატული მეტრი. K2 განაშენიანების ფართობი კი 15 763 კვადრატული მეტრია“- განაცხადა რევაზ სოხაძე.

საკრებულოს უმრავლესობის წევრი ოპონენტებს დოკუმენტის სრულად შესწავლას და გააზრებას ურჩევს.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია