რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავის ინდოელ და ჩინელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, შოიგუმ საუბრისას რუსეთის შეშფოთება გამოხატა უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით.
ინდური მხარის ცნობით, ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა რაჯნათ სინგმა შოიგუს განუცხადა, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა გამოიყენოს არცერთმა მხარემ ომში.
“ბირთვული ან რადიოლოგიური იარაღის გამოყენების პერსპექტივა კაცობრიობის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება,” - განუცხადა სინგმა შოიგუს.
ინდოეთის პირველმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა კონფლიქტის დიალოგისა და დიპლომატიური გზით გადაწყვეტის აუცილებლობას.
ცნობისთვის, უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა უარყვეს რუსეთის ბრალდება, იმასთან დაკავშირებით, რომ კიევი რადიოაქტიური „ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად ემზადება და გამოთქვეს შეშფოთება, რომ ოფიციალური მოსკოვი ამას ომის შემდგომი ესკალაციის საბაბად იყენებს.