მინსკის სასამართლომ გამომძიებელ ჟურნალისტს სერგეი საცუკს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მინსკის სასამართლომ გამომძიებელ ჟურნალისტს, ახალი ამბების ვებგვერდის „ეჟედნევნიკის“ რედაქტორს სერგეი საცუკს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლომ 58 წლის ჟურნალისტი „სიძულვილის წაქეზებისთვის“, „ოფიციალური გადაცდომისთვის“ და „ქრთამის აღებისთვის“ გაასამართლა.

საცუკი 2021 წლის დეკემბერში მას შემდეგ დააკავეს, რაც ხელისუფლებამ მისი სახლი და ოფისი გაჩხრიკა.

საცუკის კოლეგები აცხადებენ, რომ ის კორუფციული სკანდალების გამოძიებისთვის ისჯება, რომლებმაც ბელარუსის ჯანდაცვის სისტემა შეძრა, ასევე „კოვიდის“ შემთხვევების გაყალბების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის.

ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ გამომძიებლებმა და სასამართლომ საცუკზე მისი გახმაურებული გამოძიებებისთვის შური იძიეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს