იენს სტოლტენბერგი - რუსეთი უკრაინას “ბინძური იარაღის” გამოყენებისთვის მზადებაში სდებს ბრალს, ეს აბსურდია - მოსკოვმა არ უნდა გამოიყენოს ყალბი საბაბები ომის შემდგომი ესკალაციისთვის

იენს სტოლტენბერგი - რუსეთი უკრაინას “ბინძური იარაღის” გამოყენებისთვის მზადებაში სდებს ბრალს, ეს აბსურდია - მოსკოვმა არ უნდა გამოიყენოს ყალბი საბაბები ომის შემდგომი ესკალაციისთვის

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის მიერ “ბინძური ბომბის” გამოყენებისთვის მზადების შესახებ კრემლის განცხადებები აბსურდია. ამის შესახებ მან რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლაე ჩუკესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი უკრაინას რადიოლოგიური “ბინძური იარაღის” გამოყენებისთვის მზადებაში სდებს ბრალს. ეს აბსურდია. მოკავშირეები უარყოფენ ამ ცრუ ბრალდებებს. რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ყალბი საბაბები ომის შემდგომი ესკალაციისთვის”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მუქარები არ აიძულებს მოკავშირეებს უკრაინისადმი დახმარება შეამცირონ, და იგი გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

“ყოველ კვირა უკრაინული ძალები სულ უფრო ძლიერები და უკეთ აღჭურვილები ხდებიან. ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებას”, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.