ლევან დავითაშვილი - მიმდინარე წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა, ეს ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის მიმართულებით გააქტიურებულ ურთიერთობებს

მიმდინარე წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა, ეს ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის მიმართულებით გააქტიურებულ ურთიერთობებს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც გარკვეული პროცედურების შემდეგ ოფიციალურად დამტკიცდება.

„პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი ეკონომიკური კომისია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას განვიხილავთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა. ეს ხაზს უსვამს უნგრეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკის მიმართულებით გააქტიურებულ ურთიერთობებს. ასევე, ჩვენ მოვახდინეთ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება, რომელიც გარკვეული პროცედურების შემდეგ ოფიციალურად დასრულდება, დამტკიცდება და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას