კახა ქემოკლიძე - „ქართულ ოცნებას“ გარყვნაში ეხმარებიან გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე და მურუსიძე

„ქართული ოცნება“ გაირყვნა ძალაუფლებაში და ამ გარყვნაში ეხმარებიან ბატონი გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე და მურუსიძე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

კახა ქემოკლიძის განცხადებით, როდესაც სასამართლო ხელისუფლება შეიცვლება, მოსამართლეები დიმიტრი გვრიტიშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე სასამართლოს წინაშე თავად წარდგებიან.

„მე მგონია, სასამართლო ხელისუფლება რომ შეიცვლება და ნამდვილი და ობიექტური სასამართლო იქნება, ეს ორი ადამიანი, ერთი ვაჟბატონიც და მეორეც ობიექტური სასამართლოს წინაშე თავადაც უნდა წარდგნენ. შეუძლებელია ემსახურებოდე პრეზიდენტ სააკაშვილს, გირგვლიანის საქმეში იყო მთავარი სისტემური ჩონჩხი და არქიტექტორი, მაშინ ხელს ითბობდე, შემდეგ ხელისუფლება შეიცვალოს და ისევ კარგ ბიჭად დარჩე, ასეთი რამ შეუძლებელია“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ასევე, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ აღნიშნულ მოსამართლეებს გაფუჭებული საქმეების გარდა „არაფერი აქვთ დედამიწის ზურგზე“.

„რეალურად სამართლიანი სასამართლო თუ იქნება ამ ქვეყანაში, აუცილებლად იქნება სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ ადამიანების. ამ ადამიანებს არც რეპუტაცია აქვთ, არც გაკეთებული საქმეები აქვთ, გაფუჭებული საქმეების გარდა არაფერი არ აქვთ დედამიწის ზურგზე, ჩემი აზრით და საბოლოო ჯამში კიდე აქეთ საზოგადოებას ემუქრებიან სხვადასხვა კუთხით“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო