ირანში, შიიტების სალოცავზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ირანში, შიიტების სალოცავზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ირანის ქალაქ შირაზში შიიტების სალოცავზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მანამდე, ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა პირობა დადო, რომ თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს შეიარაღებულმა პირებმა შიიტების სალოცავს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მინიმუმ 13 ადამიანი ემსხვერპლა.