კობა კობალაძემ თურქეთის სამხედრო ატაშესთან შეხვედრა გამართა

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ბურაქ ალთინერს უმასპინძლა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, კობა კობალაძემ, სტუმარს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურა, ადმინისტრაციული მოწყობა, სტრატეგიული გეგმები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

„მან ვრცლად ისაუბრა სოციალურ და ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებსაც სამსახური, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ბენეფიციართა სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის პირობების გასაუმჯობესებლად ახორციელებს. საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსაც, რომლებიც უწყების, სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუციებისა და კერძო სექტორის თანადგომის მიუხედავად, სამსახურის წინაშე ჯერ კიდევ დგას და რომელთა დასაძლევადაც, სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. ბურაქ ალთინერმა, კობა კობალაძეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ის მიესალმება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივას, ქართველ და თურქ ვეტერანებს შორის მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობისა, რაშიც, მასპინძლებს თანადგომა აღუთქვა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე მირონ ჩიგოგიძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯანაშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა