მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი 24 ნოემბრისთვის გადაიდო

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი 24 ნოემბრისთვის გადაიდო.

როგორც სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პროცესი იმის გამო გადაიდო, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პროცესზე დასწრებას ვერ ახერხებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოეკვლიათ. პროცესზე გამოცხადდა ერთ-ერთი ბრალდებული, თემურ ჯანაშია.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო