შალვა პაპუაშვილი - ირაკლი ხახუბია იყო გამორჩეული პატრიოტი და განსაკუთრებული სითბოს მატარებელი მეგობარი, ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, ქვეყანას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ ირაკლი ხახუბიაგარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს.

„დიდი ტკივილია ირაკლის გარდაცვალება. ის იყო ჩვენი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტი და განსაკუთრებული სითბოს მატარებელი მეგობარი. ვუსამძიმრებ ირაკლის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, ქვეყანას“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი დილით, ოჯახის წევრებმა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს