რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - დასავლური თანამგზავრების უკრაინის დასახმარებლად გამოყენება საშიში ტენდენციაა - კვაზი-სამოქალაქო ინფრასტრუქტურა შეიძლება საპასუხო დარტყმის ლეგიტიმური სამიზნე გახდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის გაუვრცელებლობისა და იარაღის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კონსტანტინ ვორონცოვი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები კოსმოსის დასავლეთის დომინირების გაძლიერების მიზნით გამოყენებას ცდილობენ.

ვორონცოვმა გაერო-ს პირველ კომიტეტს განუცხადა, რომ დასავლური თანამგზავრების გამოყენება უკრაინის ომის ძალისხმევის დასახმარებლად „უკიდურესად საშიში ტენდენციაა“.

„კვაზი-სამოქალაქო ინფრასტრუქტურა შეიძლება გახდეს საპასუხო დარტყმის ლეგიტიმური სამიზნე“, - აღნიშნა ვორონცოვმა.

მისი თქმით, დასავლეთის მიერ ასეთი თანამგზავრების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება "პროვოკაციული" ქმედებაა.

„საუბარია შეიარაღებულ კონფლიქტებში შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ სამოქალაქო კოსმოსური ინფრასტრუქტურის კომპონენტების, მათ შორის კომერციული კომპონენტების ჩართვაზე“, - აღნიშნა ვორონცოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო