საბინე მახლი - საქართველო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც ომბუდსმენს A რეიტინგი აქვს - ეს ნიშნავს ყველაზე მაღალ შეფასებას, რაც მათ შეუძლიათ მიიღონ GANHRI-სგან

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების გლობალურმა ალიანსმა (GANHRI) ძალიან მკაფიო რეკომენდაცია გასცა, როგორ უნდა აირჩიოთ ომბუდსმენი. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროა გქონდეთ გარკვეული კრიტერიუმები. ეს არის საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, - ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლიმ განაცხადა.

მისი თქმით, ომბუდსმენის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია საქართველოში და საჭიროა, რომ ახალი ომბუდსმენის არჩევის პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს.

„საქართველო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც ომბუდსმენს A რეიტინგი აქვს. ასე რომ, ეს ნიშნავს ყველაზე მაღალ შეფასებას, რაც მათ შეუძლიათ მიიღონ GANHRI-გან.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს. მომავალ წელს ისინი კვლავ განიხილავენ საქართველოს ომბუდსმენს და შეაფასებენ, თუ რეიტინგი კვლავ A არის. ამიტომ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ომბუდსმენის არჩევის პროცესი იყოს ინკლუზიური და ყველა კანდიდატის განხილვა მოხდეს“, - აღნიშნა საბინე მახლიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო