ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინა ესპანეთისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ესპანელ კოლეგასთან მარგარიტა რობლესთან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხი განიხილა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

რეზნიკოვის თქმით, უკრაინა ესპანეთისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს.

„პროდუქტიული საუბარი მქონდა ესპანეთის თავდაცვის მინისტრ მარგარიტა რობლესთან. გმადლობთ მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ იყავით პირველი, ვინც შემოგთავაზეთ Hawk-ის სისტემები, რათა ჩვენი ცა უფრო უსაფრთხო გაგეხადათ. ჩვენ ველოდებით სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელსაც მალე მივიღებთ“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

ცნობისათვის, ოქტომბერში ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინელ სამხედროებს დახმარების კიდევ ერთი პარტია მიაწოდა, რომელიც მოიცავდა რვა ერთეულ ჯავშანტექნიკას, სასწრაფო დახმარების ორ მანქანასა და ხუთ ტონა სამედიცინო მასალას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს