ვოლოდიმირ ზელენსკი - არ შემიძლია ტრამპის დადანაშაულება, ვინაიდან, მის დროს სრულმასშტაბიანი შემოჭრა არ ყოფილა, არ ვიცი, მას რა რეაქცია ექნებოდა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან არ იცის დონალდ ტრამპს რა რეაქცია ექნებოდა უკრაინაში ფართომასშტაბიან შემოჭრაზე. ამის შესახებ მან იტალურ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რიგი "მესიჯები", რომლებიც აშშ-ში წინასაარჩევნო პერიოდში ისმის, მასში შეშფოთებას იწვევს, მაგრამ უკრაინისადმი ორპარტიულ მხარდაჭერაში რწმენას ინარჩუნებს.

“არის "მესიჯები", რომლებიც ჩვენში შეშფოთებას იწვევს. ის პოლიტიკურია, ვინაიდან, ისმის საარჩევნო პროცესის დროს უკრაინისადმი მხარდაჭერის შემცირების შესახებ. ვთვლი, რომ ეს წინასაარჩევნო ნაბიჯებია. ორპარტიული მხარდაჭერა არის, იგი ნარჩუნდება. რა თქმა უნდა, თუ პოლიტიკური ატმოსფერო გადაიტვირთება, შეიძლება რამე შეიცვალოს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა შეერთებულ შტატებში არჩევნებზე დონალდ ტრამპის გამარჯვების შესაძლებლობაზე.

“ნებისმიერ შემთხვევაში ეს ხალხის არჩევანია, ბაიდენი უფრო გვეხმარება, მაგრამ ამავდროულად არ შემიძლია ტრამპის დადანაშაულება, ვინაიდან, მის დროს სრულმასშტაბიანი შემოჭრა არ ყოფილა. არ ვიცი, მას რა რეაქცია ექნებოდა”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა