იუსტიციის მინისტრმა შვედეთის ელჩთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ულრიკ თიდესტრომს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რატი ბრეგაძემ შეხვედრაზე საქართველოსა და შვედეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციაა. პროცესის მხარდასაჭერად შეიქმნა და უახლოეს მომავალში ამოქმედდება სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რაც ჰარმონიზაციის პროცესის სწრაფად და ხარისხიანად წარმართვას უზრუნველყოფს. რატი ბრეგაძემ ამ მიმართულებით შვედეთთან თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივა გამოთქვა.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერების კიდევ ერთი სფერო ორმხრივი სამართლებრივი ურთიერთობები იქნება. ამ მიზნით, რატი ბრეგაძემ ულრიკ თიდესტრომს ყოველწლიური ქართულ-შვედური იურიდიული ფორუმის დაფუძნება შესთავაზა.

საქართველო მზადაა, გაიზიაროს შვედეთის გამოცდილება პენიტენციური სისტემის რეფორმების მიმართულებითაც, რაც მეტ შესაძლებლობას შექმნის პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის, საკნის გარეაქტივობების მხარდაჭერისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კომპონენტების გაძლიერებისათვის.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო