ვლადიმერ პუტინი - დასავლეთ ევროპის ბევრ ლიდერს ხელს უშლის რწმენა, რომ ევროპელები სხვებზე უკეთესები არიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაეროს და გაეროს უშიშროების საბჭოს სტრუქტურის ცვლილებას ითხოვს და აცხადებს, რომ ის უნდა ასახავდეს მსოფლიოს მრავალფეროვნებას.

„ამ მხრივ, შესაძლოა ღირდეს დაფიქრება, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურა, უშიშროების საბჭოს ჩათვლით, უფრო მეტად ასახავდეს მსოფლიოს რეგიონების მრავალფეროვნებას, რადგან ბევრად მეტი იქნება დამოკიდებული აზიაზე, აფრიკაზე, ლათინურ ამერიკაზე“, - განაცხადა პუტინმა.

მანვე ევროპის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი ევრაზიის ერთ-ერთი ნაწილი შესაძლოა გამხდარიყო მისი დასავლური ნაწილი - ევროპა, მაგრამ მის ბევრ ლიდერს ხელს უშლის რწმენა, რომ ევროპელები სხვებზე უკეთესები არიან.

„ბუნებრივია, მისი დასავლური ნაწილი, ევროპა, ასევე შეიძლება იყოს დიდი ევრაზიის ნაწილი, მაგრამ მის ბევრ ლიდერს ხელს უშლის რწმენა, რომ ევროპელები სხვებზე უკეთესები არიან. რომ მათ არ შეშვენით მიიღონ მონაწილეობა ნებისმიერ წამოწყებაში თანაბარ პირობებში“, - განაცხადა პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ პლენარულ სხდომაზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლური ცივილიზაცია არ არის ერთადერთი ევრაზიულ სივრცეში.

„უფრო მეტიც, მოსახლეობის უმრავლესობა კონცენტრირებულია ევრაზიის აღმოსავლეთში, სადაც წარმოიშვა კაცობრიობის უძველესი ცივილიზაციების ცენტრები. ევრაზიის ღირებულება და მნიშვნელობა ის არის, რომ ეს კონტინენტი არის თვითკმარი კომპლექსი ნებისმიერი სახის გიგანტური რესურსებით და უზარმაზარი შესაძლებლობებით“, - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რაც უფრო მეტად იმუშავებენ ქვეყნები ევრაზიის კავშირის გასაზრდელად და თანამშრომლობის ახალი გზებისა და ფორმების შექმნაზე, მით უფრო შთამბეჭდავი წარმატება იქნება მიღწეული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა