სერგეი გაიდაის განცხადებით, 27 ოქტომბრის მდგომარეობით უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკის ოლქში ორი მიმართულებით მიიწევენ წინ

27 ოქტომბრის საღამოს მდგომარეობით უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკის ოლქში ორი მიმართულებით მიიწევენ წინ. ინფორმაციას ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი “ტელეგრამის”არხზე ავრცელებს.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკის ოლქში სვატოვოსა და კრემინას მიმართულებებით მიიწევენ წინ.
ამავდროულად გაიდაი აღნიშნავს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ბელოგოროვკას მიმართულებით გარღვევა სცადეს, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა მათი შეტევები მოიგერიეს.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ ოკუპანტები რეაქტიული არტილერიით აგრძელებენ დეოკუპირებული სოფლების დაბომბვას, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა რჩება - ძირითადად, მოხუცი ადამიანები.
“17 ადამიანს შორის, რომელიც ბელოგოროვკაში რჩებოდა, იყო მოხუცი კაცი და მისი გოგო, რომელიც მას უვლიდა - ამ დღეებში სწორედ ისინი დაიღუპნენ რუსული ჭურვისგან”, - წერს გაიდაი.

























