ევროკავშირმა 17.5 მილიარდი ევროს მოცულობის რუსული აქტივები გაყინა

ამ დროისთვის ევროკავშირმა 17.5 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული აქტივი გაყინა. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა კრისტიან ვიგანდმა ავსტრიის საზოგადოებრივ მაუწყებელს ORF-ს განუცხადა.

"ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ - აპრილში 6.7 მილიარდი ევროდან დაწყებული, დღეისთვის 17.5 მილიარდ ევროს მივაღწიეთ”, - განაცხადა ვიგანდმა.

მისი თქმით, საუბარია 1 350 პირისა და ორგანიზაციის აქტივებზე, რომლებიც ევროკავშირის სასანქციო სიებში იმყოფებიან.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ადგენენ და ყინავენ ანგარიშებს, უძრავ ქონებასა და იახტებს.

ვიგანდის თქმით, გაყინული რუსული აქტივების უდიდესი ნაწილი ევროკავშირის შვიდ ქვეყანაზე მოდის: გერმანია, ბელგია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ირლანდია, იტალია და ავსტრია.

ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს დაკავშირებულია არა მხოლოდ საკუთრებასთან ამ ქვეყნებში, არამედ ხელისუფლების ორგანოების მუშაობასთან და სანქციების ეფექტიანად შესრულებასთან.

ვიგანდმა ასევე დასძინა, რომ ზოგიერთ სახელმწიფოს “ჯერ კიდევ გასაკეთებელი აქვს საშინაო დავალება”.

ამავდროულად მან არც დაადასტურა და არც უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს უნგრეთმა რუსული აქტივებიდან მხოლოდ რამდენიმე ათასი ევრო გაყინა. მან აღნიშნა, რომ ახლა აქტივები გაყინულია, მაგრამ მათ გამოსაყენებლად, მაგალითად უკრაინის აღსადგენად, საჭიროა მათი კონფისკაცია და შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის მომზადება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა